ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ანდრო ბარნოვი დაინიშნა

23 აპრილი, 2013 • • 1450
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ანდრო ბარნოვი დაინიშნა

შეგახსენებთ, რომ 2010-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დავით ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, იგი პროფესიულ საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის საერთშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის დირექტორის პოზიციაზე განაგრძობს. საქართველოს პრეზიდენტმა დავით ტყეშელაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.


რაც შეეხება ანდრო ბარნოვს, იგი შიდა ქართლის გუბერნატორობამდე თავდაცვის ეროვნულ აკადემიას ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის მას შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი