ახალი ამბები

რას ითვალისწინებს აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

3 აგვისტო, 2017 • 4218
რას ითვალისწინებს აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

2 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ფედერაციის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისათვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

დოკუმენტი ასევე თავად პრეზიდენტს უზღუდავს შესაძლებლობას, დაწესებულ სანქციებში  რაიმე სახის ცვლილება შეიტანოს. ამგვარი სურვილის შემთხვევაში პრეზიდენტმა შესაბამისი მოხსენება უნდა წარუდგინოს კონგრესს და ცვლილებების საჭიროება განმარტოს.

რუსეთისათვის სანქციების დაწესების პირველი ნაწილი კიბერუსაფრთხოებას და ამ კუთხით საფრთხის შექმნის შემთხვევაში გასატარებელ ღონისძიებებს ეხება. კანონი სანქციებს უწესებს რუსეთის მიერ ნავთობსადენის მიმდინარე მშენებლობებს; რუსულ და სხვა უცხოურ საფინანსო ორგანიზაციებს, კორუფციული ქმედების ან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში.

რუსეთს სანქციები უწესდება ასევე სირიისთვის საბრძოლო იარაღის ან სხვა საბრძოლო ქმედებებთან დაკავშირებული მასალის გადაცემისთვის, როგორიცაა ფინანსური ან ტექნიკური სახის დახმარება. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სანქციებს ოლიგარქებისათვის და რუსეთის ფედერაციაში მოქმედი იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც არაპირდაპირი გზით ემსახურებიან სახელმწიფოს ინტერესებს.

საკანონმდებლო აქტის მეორე ნაწილი ვეროპასა და ევრაზიაში რუსეთის ფედერაციის გავლენის შემცირებას ეხება.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაცია გავლენას ახდენს ვეროპისა და ევრაზიის ქვეყნებზე და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროცესებს. ამისათვის იყენებს სხვადასხვა კორუფციულ მეთოდსა და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ რუსულენოვან მედიას. ის არღვევს სხვადასხვა დროს დადებულ საერთაშორისო შეთანხმებებს.

[checklist]

  • რუსეთი აგრძელებს 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საქართველოსთან დადებულ შეთანხმებას, რომელიც მას ავალდებულებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან გაიყვანოს სამხედრო დანაყოფები და ჰუმანიტარული მისიები შეუშვას. ასევე, შეთანხმების თანახმად, რუსეთმა EUMM-ს უნდა მისცეს საშულება, კონფლიქტის ზონის მონიტორინგი აწარმოოს.
  • რუსეთის ხელისულფლება დღემდე არ ცდილობს შეასრულოს მინსკში 2015 წელს დადებული შეთანხმების პირობები უკრაინის კონფლიქტის შესახებ.
  • რუსეთის ხელისუფლება არღვევს აშშ-თან საბჭო კავშირის მიერ 1987 წელს დადებულ შეთანხმებას და ასევე 1992 წელს ჰელსნკიში დადებული ხელშეკრულების ვალდებულებებს, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა.

[/checklist]

აქედან გამომდინარე რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუსიხმგებლობა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტზე და აშშ-iს მოქალაქის სიკვდილზე, რომელიც იქ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა.

ამიტომ, კონგრესის გადაწყვეტილებით, აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს, უკრაინისa და მოლდოვის ტერიტორიებიდან და ამ ტერიტორიების საზღვრების კონტროლი მათ დაუბრუნოს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ამ ქვეყნების მთავრობებისათვის ყველა სახის ძირგამომთხრელი ქმედება.

აშშ მხარს უჭერს ისეთ ორგანიზაციებს, რომელთა სახელის შელახვაც რუსეთის ინტერესებშია. ასეთი ორგანიზაციაა NATO, რომლის არსებობაც მნიშვნელოვანია ევროპასა და ევრაზიაში სტაბილურობისა და უსაფრთოხოების შესანარჩუნებლად. აშშ-მა უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირთან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და დაგეგმოს სხვადასხვა სახის ღონისძიება.

აშშ არ ცნობს საზღვრების ცვლილებას ძალის გამოყენებით და არ აღიარებს არაკანონიერ შეჭრას აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და მოლდოვაში.

თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად არ იზიარებს კანონში წარმოდგენილ დებულებებს და აცხადებს, რომ ის მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისმა ადმინისტრაციამ იმუშავა კონგრესთან ერთად ამ კანონის გასაუმჯობესებლად, თუმცა შედეგით უკმაყოფილოა.

“თუმცა, არსებული პრობლემების მიუხედავად, მე ხელს ვაწერ ამ კანონპროექტს ერის ერთიანობისათვის. ეს წარმოადგენს ამერიკელი ხალხის სურვილს, რომ რუსეთმა გადადგას ნაბიჯები აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის შენარჩუნდება თანამშრომლომა მთავარ გლობალურ პრობლემებზე, რის შედეგადაც მოცემული სანქციები საჭირო აღარ იქნება,” – აცხადებს პრეზიდენტი.

ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია იმედს გამთქვამს, რომ კონგრესი თავს შეიკავებს ამ “ხარვეზიანი კანონის” გამოყენებისაგან, რათა არ შეფერხდეს მათი თანამშრომლობა ევროპელ მოკავშირეებთან უკრაინის კრიზისი მოსაგვარებლად.

თავის მხრივ, რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დiმიტრი მედვევი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აქრობს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯიბესების იმედს და ეს სრულფასოვანი ეკონომიკური ომია.

მასალების გადაბეჭდვის წესი