ახალი ამბები

NDI: მინისტრებს შორის ყველაზე დადებითად გამოკითხულები თეა წულუკიანის საქმიანობას აფასებენ

22 აპრილი, 2013 • 1074
NDI: მინისტრებს შორის ყველაზე დადებითად გამოკითხულები თეა წულუკიანის საქმიანობას აფასებენ

გამოკითხულთა 19% იუსტიციის მინისტრის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 33% – კარგად. თეა წულუკიანს მოსდევს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (ძალიან კარგად – 10%, კარგად – 33%). 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 9%, ხოლო კარგად – 31%. ფანჯიკიძეს მოსდევს თავდაცვის მინისტრი ირაკლია ალასანია (ძალიან კარგად – 8%, ხოლო კარგად – 34%). 7% ძალიან კარგად აფასებს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის საქმიანობას, ხოლო 28% – კარგად.

 

მინისტრების ჩამონათვალი, რომელთა მუშაობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 5%, ასე გამოიყურება – ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო (კარგად აფასებს 31%), სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი (კარგად – 27%), ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე (კარგად – 27%), განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი (კარგად – 24%).

 

მინისტრებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს დავით დარახველიძეს (ძალიან კარგად აფასებს მის საქმიანობას 2%, ხოლო კარგად – 13%).

კვლევა მიმდინარე წლის 13-დან 27 მარტის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს სახით 3,103 რესპონდენტის გამოიკითხა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.5 %.

 

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

მასალების გადაბეჭდვის წესი