ახალი ამბები

NDI-ს კვლევით, გამოკითხულთა ექვსმა პროცენტმა “ქართული ოცნება” ოპოზიციად დაასახელა

22 აპრილი, 2013 • • 1003
NDI-ს კვლევით, გამოკითხულთა ექვსმა პროცენტმა “ქართული ოცნება” ოპოზიციად დაასახელა

აღნიშნული სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო “ქორთიარდ “მარიოტში” დღეს, 22 აპრილს გაიმართა.

 

NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლუის ნავაროს განცხადებით, გამოკითხულთა 56 პროცენტი ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, 2 პროცენტი ლეიბორისტულ პარტიას, 1 პროცენტი – ქდმ–ს, 1 პროცენტი – “თავისუფალ საქართველოს”, 1 პროცენტი –  ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობას”, ხოლო ექვსმა პროცენტმა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად “ქართული ოცნება” დაასახელა.

ლუის ნავაროს განცხადებით, უცნობია, თუ რატომ დაასახელა ექვსმა პროცენტმა “ქართული ოცნება” ოპოზიციურ ძალად. NDI-ს წარმომადგენლების მტკიცებით, მათ “ქართული ოცნება” შესაბამის კითხვარში ოპოზიციურ ძალად მითითებული არ ჰქონდათ და მოქალაქეებმა ეს კოალიცია ოპოზიციად საკუთარი ინიციატივით მოიხსენიეს.

 

კვლევა მიმდინარე წლის 13-დან 27 მარტის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს სახით 3,103 რესპონდენტის გამოიკითხა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.5 %.

 

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

მასალების გადაბეჭდვის წესი