ახალი ამბები

NDI: 60% – “ქართულ ოცნება”, 10% – “ნაციონალური მოძრაობა”

22 აპრილი, 2013 • • 1051
NDI: 60% – “ქართულ ოცნება”, 10% – “ნაციონალური მოძრაობა”

აღნიშნულ ე.წ. პოლიტიკურ რეიტინგში სხვა არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ფიგურირებს. ჯამურმა მაჩვენებელმა იმ გამოკითხულებისა, ვინც კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს,  უპასუხა -“არც ერთი პარტია”,  “უარი პასუხზე”, ან “არ ვიცი” – 26 პროცენტი შეადგინა.

 

შეკითხვაზე – საპრეზიდენტო არჩევნები რომ იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, 68%-მა დადებითი პასუხი გასცა, ხოლო გამოკითხულთა 58% შემდეგ პრეზიდენტად ისურვებდა “ქართული ოცნების” კანდიდატს, 8% – “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს და მხოლოდ 1% – მიხეილ სააკაშვილს.

 

კვლევა მიმდინარე წლის 13-დან 27 მარტის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს სახით 3,103 რესპონდენტის გამოიკითხა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.5 %.

 

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

მასალების გადაბეჭდვის წესი