ახალი ამბები

კირვალიძე: ხდებოდა სოფლის მეურნეობის ბარათების უკანონოდ შესყიდვა

22 აპრილი, 2013 • 1189
კირვალიძე: ხდებოდა სოფლის მეურნეობის ბარათების უკანონოდ შესყიდვა

მინისტრის განცხადებით, დაფიქსირდა პრობლემები სოფლის მეურნეობის ბარათის გაცემისას, მათ შორის ბარათების გაყიდვის ფაქტებიც:


“ზოგ შემთხვევაში შეთავაზება იყო მაღაზიის მხრიდან, რომ მიეყიდათ ბარათი ნაკლებ ფასში, რამდენიმე შემთხვევაში მაღაზიას პირდაპირ გამოკრული ჰქონდათ- “ვიბარებ ვაუჩერს”, ბევრი არ არის, თუმცა ასეთი გამოვლინებები არის და ჩვენ რეაგირებას ვახდენთ”, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, აღნიშნულის გამო ამ დროისთვის 15–მდე მაღაზია 500 ლარით დაჯარიმდა.


რაც შეეხება სოფლის მეურნეობის ბარათების გაცემის შეფერხების ფაქტებს, დავით კირვალიძის განცხადებით, აღნიშნულს სპეციალური კომისია სწავლობს:

“კომისია  ჩასულია და სწავლობს, ძალიან დიდი ციფრი იყო, განსაკუთრებით ოზურგეთიდან. კომისია მუშაობს, შეისწავლის ამ საკითხებს და ამ კვირის ბოლომდე დარიგება უნდა დასრულდეს, გარდა პრობლემურებისა, რომელიც ბევრი არ იქნება. როგორც კი დაემთხვევა ერთმანეთს სახელი, გვარი და პირადობის ნომერი, იმ ბარათის გაცემა მოხდება”, – განაცხადა დავით კირვალიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი