ახალი ამბები

შაშკინი თსუ–ს ყოფილი რექტორის ბრალდებას ბოდვას უწოდებს

22 აპრილი, 2013 • • 980
შაშკინი თსუ–ს ყოფილი რექტორის ბრალდებას ბოდვას უწოდებს

შაშკინის თქმით, გია ხუბუამ ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ეთერში გუშინ განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან 2010 წელს დიმიტრი შაშკინის მხრიდან ზეწოლის შედეგად გადადგა, რადგან 2008 წელს ხელისუფლებას სურდა თსუ–ს პირველი კორპუსის გაყიდვა, რასაც ხუბუა ეწინაააღმდეგებოდა.

 

დიმიტრი შაშკინი ხუბუას აღნიშნულ განცხადებას ბოდვას, აბსურდსა და სიცრუეს უწოდებს. მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა მაინც ეპასუხა თსუ–ს ყოფილი რექტრისთვის, რადგან შაშკინის თქმით, იმის გამო, რომ თავის დროზე ის და მისი თანაგუნდელები მსგავს ბრალდებებს ყურადღებას არ აქცევდნენ, მათ გარშემო შეიქმნა სტერეოტიპები, რამაც საბოლოოდ მათ წინააღმდეგ იმუშავა.

 

დიმიტრი შაშკინმა გაიხსენა 2010 წელს ხუბუასთან გამართული შეხვედრა. ყოფილი მინისტრის თქმით, გია ხუბუამ მას სთხოვა სამართალდამცავებთან შუამავლობა, რაზედაც უარი მიიღო. შაშკინის თქმით, იმ დროს უკრაინაში დააკავეს უნიკალური წიგნები, რომლებიც დოკუმენტაციის მიხედვით თსუ–ს ბიბლიოთეკის საცავში უნდა ყოფილიყო დაცული, სინამდვილეში კი წიგნები ბიბლიოთეკაში არ იყო. 

 

იმ დროს გენინსპექციამ გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურასაც მიმართა, რის შემდეგაც თსუ–ს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. ინციდენტის შემდეგ გადადგა გია ხუბუაც. როგორც შაშკინი ამბობს, მან თსუ–ს რექტორის გადადგომის შესახებ საფრანგეთში მივლინებისას გაიგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი