ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის “Facebook”-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლებს ხვდება.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების დროს ბაღდათის ოლქში “ნაციონალების” კანდიდატი თემურ კოხოძე დამარცხდა “ოცნების” კანდიდატ არჩილ კბილაშვილთან, რომელიც ამჟამად ქვეყნის მთავარი პროკურორია. არჩილ კბილაშვილმა ხმების 49,3% მიიღო, ხოლო თემურ კოხოძემ- 48,74%, დარჩენილი 2% კი ლეიბორისტული პარტიისა და “ახალი მემარჯვენეების” მაჟორიტარებს შორის გადანაწილდა.
ბაღდათის ოლქში ამჯერად “ნაციონალების” ეგიდით კენჭს ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლედიმერ (ხვიჩა) წიქორიძე იყრის. “ქართული ოცნების” წარმომადგენელი კი ადვოკატი პაატა კიკნაველიძეა.
№52 ბაღდათის ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 23, 380–ია.