“საინფორმაციო საშუალებებიდან გახდა ცნობილი, რომ დღეს, 21 აპრილს, იუსტიციის სამინისტროსთან მოეწყო საპროტესტო აქცია ახალი ID ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით და აქციის ხელმძღვანელები საპატრიარქოს სახელითაც მოქმედებდნენ. განვმარტავთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს აღნიშნულ ღონისძიებასთან არავითარი კავშირი არ აქვს”– ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

დღეს იუსტიციის სამინისტროს შენობის წინ აქცია ID ბარათის ალტერნატივის მოთხოვნით გაიმართა. აქცია ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის ორგანიზებით ჩატარდა, რომლებსაც სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და სიტყვით მიმართავდნენ აქციის მონაწილეებს.  ადგილზევე გაავრცელეს საკუთარი პოზიციაც:

 

“სასულიერო პირები და მრევლი გამოხატავენ წყენას  30 000 ხელმომწერთა დღმდე დაუკმაყოფილებელ მოთხოვნის გამო ელექტრონული მოწმობების ალტერნატივასთან დაკავშირებით. აგრეთვე, მართლმმადიდებელ მოქალაქეთა კრებულის ორგანიზატორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებულ პლებიცისტური გამოკვლევის მიმართ, სადაც კითხვაში არ არის გათვალისწინებული ხელმომწერთა ინტერესი. “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი–ASSA” სვამს კითხვას ამგვარად – “მოგწონთ თუ არა ID ბარათი? ასეთი კითხვით პლებისციტი უნდა ჩატარებულიყო მაშინ, როცა ID ბარათი შემოიღეს და თავს მოახვიეს საზოგადოებას. დღეს აქტუალური იქნებოდა კითხვა ასეთი ფორმით დასმულიყო, თანახმანი არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ალტერნატიული საბუთის დაშვებაზე? ალტერნატივაზე თითქმის  ყველა თანახმაა და ამ კითხვას რატომღაც თავს არიდებენ”– ნათქვამია მათ განცხადებაში.

 

მათივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას ელექტრონული მმართველობის  და ტოტალური კონტროლის საშიშროების შესახებ:

 

“სახელი და გვარი კი არაა საბუთში საშიში,  არამედ ელექტრონულ მმართველობასთან დამაკავშირებელი ჩიპი , რომელიც კონტროლის მექანიზმის საშუალებაა” – ნათქვამია განცხადებაში. 

 

აქციის და ხელმომწერთა მთავარ მოთხოვნად ID ბარათის  ბიომეტრიული პასპორტის აღების ნებაყოფლობითობა და ფულადი ერთეულით გადახდის შესაძლებლობის  შენარჩუნება დარჩა.  

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *