1 აგვისტოს დასრულდა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის 2-დღიანი ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც მან მონაწილეობა მიიღო “ღირსეული პარტნიორი 2017”-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
მაიკ პენსი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ამ დღეებში გამართულ შეხვედრებზე პენსმა არაერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
გთავაზობთ ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) მიერ გადაღებულ 10 ფოტოს, რომელიც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტს ეხება.