ახალი ამბები

სააკაშვილი: ვამაყობ ასეთი პოლიციით!

20 აპრილი, 2013 • • 991
სააკაშვილი:  ვამაყობ ასეთი პოლიციით!

“მინდა მადლობა ვუთხრა ყველა რიგით პოლიციელს ოპოზიციის მიტინგის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის. საკუთარი თვალით ვნახე, რომ მათ სანიმუშოდ დაიცვეს წესრიგი და აჩვენეს მაღალი დონის ორგანიზებულობა. ვამაყობ ასეთი პოლიციით!”– ნათვქამია “ფეისბუქით” გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილის აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა  “ახალი ეროვნული მოძრაობის” დაწყება გამოაცხადეს. “ახალი ეროვნული მოძრაობის” მიზნებზე ვრცლად ისაუბრა “ნაციონალების” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

 

ვაშაძის თქმით, ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არის სამ მნიშვნელოვან პრინციპზე დაფუძნებული მოძრაობა: 1. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება; 2. პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება და 3. ქვეყნის მოდერნიზაცია, გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება.

 

“ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერებთან ერთად აქციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი