ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში არ არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუმცა ასევე ნათქვამია, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს კანონის წინაშე და ანტიდისკრიმინაციული მიდგომები ხაზგასმულია სხვადასხვა კანონსა თუ რეგულაციებში. ასევე გამოყოფილია 2012 წლის 27 მარტს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი შესწორება, რომლის მიხედვითაც რასის, რელიგირი და სექსულაური ორიენტაციის მოტივი დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ყველა დანაშაულისთვის.
“სოციალური განწყობები ლგბტ პირების წინააღმდეგ ძლიერი იყო. ეკლესია მკაცრად გმობს ერთსქესინი ადამიანების სექსუალურ კავშირს. ცოტაა ორგანიზაციები, რომლებიც ლგბტ პირების უფლებების დასაცავად ღიად მუშაობენ, რადგან ლგბტ პირების მიმართ ფართო უაროფითი სოციალური სტიგმა არსებობს. პრობლემები, რომლებიც არსებობს, უკავშირდება პოლიციისგან ცუდ მოპყრობას, ძალადობას ოჯახში და ფიზიკურ და ვერბალურ შეურაცხყოფას საზოგადოებისგან. არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” თანახმად, რომელიც ლგბტ პირების უფლებებს იცავს, დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაზარალებული პირები თავს არიდებენ, ინცინდენტების შესახებ განეცხადებინათ პოლიციაში, რადგან სექსუალური ორიენტაციის გამხელა არ სურდათ ოჯახის წევრებისა და პოლიციელთა ჰომოფობიური რეაქციების გამო”– ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მსოფლიოში ადამიანთა უფლებების დაცვის შესახებ ყოველწლიური ანგარიშში ხაზგასმულია 17 მაისს მომხდარი ინცინდენტი და ნათქვამია, რომ პოლიციის ქმედება არ იყო მყისიერი:
“პოლიცია იყო მოდუნებული, დაეცვა მშვიდობიანი შეკრება 2012 წლის 17 მაისს, რომელიც ჰომოფობიასთან და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს უკავშირდებოდა. დემონსტრაციის ჩატარების თაობაზე გაცემული იყო ნებართვა და თავდაპირველად მობილიზებული იყო პოლიციის ესკორტი. თუმცა მათ ვერ შეძლეს სათანადო რეაგირება, როდესაც “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა” გადაუკეტა დემონსტრანტებს გზა, დახია ტრანსპარანტები და გათელა დროშები. მხოლოდ მაშინ, როდესაც დემონსტრანტმა უპასუხა პროვოკაციას, რამაც გამოიწვია ჩხუბი და პოლიციამ ცოტა ხნით დააკავა სამი დემონსტრანტი და ორი მღვდელი”– ნათქვამია ანგარიშში.
სახელწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატების მხრიდან გაკეთებულ ჰომოფობიურ განცხადებებზე, რის ერთ–ერთ მაგალითადაც პარლამენტის ვიცე–სპიკერი მურმან დუმბაძე მოჰყავს:
“წინასაარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატები ხშირად იყენებდნენ ჰომოფობიურ გამონათქვამებს ოპონენტის დისკრედიტაციისთვის, მაგალითად, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პარლამენტის ამჟამინდელი ვიცესპიკერი მურმან დუმბაძე აცხადებდა: “გეები ავადმყოფები არიან, მათ არჩევნებში მონაწილეობაზე უფრო მეტად მკურნალობა სჭირდებათ, “ნაციონალურ მოძრაობას” ახლა გეების ხმებისთვის ჭირდებათ ბრძოლა, მეტი არავინ დარჩათ”.
სხვა სახის სოციალური ძალადობა და დისკრიმინაცია
ანგარიშში წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სტიგმა ახალისებს ადამიანებს, უარი თქვან აივ ინფექციისა და შიდსის ტესტირებაზე. ჯანდაცვის მომწოდებლები, მაგალითად, კბილის ექიმები უარს აცხადებენ, სამედიცინო დახმარება გაუწიონ აივ პოზიტიური ინფექციის მქონე პირებს. ადამიანები მალავენ ვირუსის არსებობას მათი დამქირავებლებისაგან, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინიათ.
