გარდა ამისა, სამინისტრო ავრეცელბს ინფორმაციას ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული პირებიბის რაოდენობის შესახებ. როგორც სამინისტრო იუწყება, 2013 წლის 18 აპრილის მდგომარეობით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10305 ბრალდებული/მსჯავრდებული, რაც 2012 წლის 18 აპრილის მაჩვენებელთან (23667) შედარებით შემცირდა 13362 (56.5%-ით) ერთეულით.
“2013 წლის 18 აპრილის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 8559-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 391-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება – 2, №3 დაწესებულება – 3, №5 დაწესებულება – 386) და 21-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№2 დაწესებულება – 1, №8 დაწესებულება – 1, №11 დაწესებულება – 12, №17 დაწესებულება – 6, №18 დაწესებულება – 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა”– აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
