მაგთიკომი საერთაშორისო ნომრებიდან გამოტოვებული ზარების თაობაზე აბონენტებს აფრთხილებს. “თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდეთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ”, – აცხადებს კომპანია.
“აბონენტთა საყურადღებოდ! მაგთიკომის აბონენტებთან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები შემდეგი საერთაშორისო ნომრებიდან:
0067570894048;
0067570894045;
0067570894046
ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაგთიკომი ასეთ შემთხევევბში დაუყოვნებელ რეაგირებას ახდენს:
1. აღნიშნულ ნომრებს ბლოკავს (საერთაშორისო კოდის 00 ან 1010-ის გამოყენებით)
2. აფრთხილებს მომხმარებლებს ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით!
ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, აღნიშნული ნომრები უკვე დაბლოკილი იყო.
სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდეთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ”, – ვკითხულობთ მაგთის განცხადებაში.