ახალი ამბები

“ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

31 ივლისი, 2017 • 1751
“ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

შსს-ს ცნობით, “ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გ.რ. და ტ.მ. თბილისში, ხოლო დ.მ. რუსთავში დააკავეს. ისინი „ქურდულ სამყაროს“ აღიარებენ.

პოლიციის ცნობით, დაკავებულები, „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ  უცხოეთში მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრებთან.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, უცხოეთში მყოფი „კანონიერი ქურდის“  დავალებით, რუსთავში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს თანხა გამოსძალეს. სამართალდამცველებმა 3500 ლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი