თბილისის მერის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნების” კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ ძველი საცხოვრებელი კორპუსების, ე.წ. “ხრუშჩოვკების” ახლებით ჩანაცვლებას გეგმავს. კალაძის წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, ის მოქალაქეები კი, რომლებიც ცხოვრობენ ასეთ ბინებში, ჩანაცვლების პროცესში უზრუნველყოფილი იქნებიან ბინით ან შესაბამისი კომპენსაციით. კალაძე ამბობს, რომ დეტალურ გეგმას მალე წარმოადგენს.
კანდიდატი ფეისბუკში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ “საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისაგან თბილისის გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება თანამედროვე, მყარი, კომფორტული საცხოვრისით” მერად არჩევის შემთხვევაში მისი მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება.