ახალი ამბები

ღირსეული პარტნიორი – NATO-სა და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები და ტექნიკა ვაზიანში [ფოტო]

30 ივლისი, 2017 • 4030
ღირსეული პარტნიორი – NATO-სა და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები და ტექნიკა ვაზიანში [ფოტო]

დღეს, 30 ივლისს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიხსნა მრავალეროვანი სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017”, რომელიც 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 8 ქვეყანა – საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა იქნებიან ჩართული.

სწავლება მთლიანად ამერიკული მხარის მიერ არის დაფინანსებული.

“ღირსეული პარტნიორი” საქართველოში უკვე მესამედ ტარდება, მონაწილეობას დაახლოებით 2800 სამხედრო მიიღებს. პირველად სწავლებაში ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი “სტრაიკერი” და გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი “ბოქსერი” ჩაერთვება. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე, საქართველოს შეიარაღებაში არსებული ტ-72 ტიპის ტანკი, ქსმ-2, საარტილერიო დანადგარი დანა (152 მმ) და ჯავშანტრანსპორტიორი “დიდგორი”, ამერიკული ტანკები “აბრამსები”, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.

ამ სამხედრო ტექნიკის ნაწილი 30 ივლისს, წვრთნების გახსნის საზეიმო ღონიძიებაზეც იყო გამოფენილი.

"ღირსეული პარტნიორი 2017-ის" გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

“ღირსეული პარტნიორი 2017-ის” გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით გიორგი მარგველაშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ლევან იზორიამ, გენშტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიმართეს, სიტყვით გამოვიდა აშშ-ში საქართველოს ელჩი იან კელიც.

გამომსვლელებმა ისაუბრეს იმაზეც, თუ რატომ ჰქვია წრთვნებს “ღირსეული პარტნიორი” – მათ აღნიშნეს, რომ საქართველომ NATO-სთან პარტნიორობისას შეტანილი წვლილისთვის, ერთგულებისა და თავდადებისთვის ეს სახელი მოიპოვა.

აგრეთვე, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრეს იმაზეც, რომ ეს სწვლება მიმართულია არა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ, საქართველოსა და სხვა მონაწილე ქვეყნების უსაფრთხოების ამაღლებისკენ.

"ღირსეული პარტნიორი 2017-ის" გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

“ღირსეული პარტნიორი 2017-ის” გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

“მე ვერ აღვწერდი უფრო სწორად ჩვენ ერთობლივ წვრთნას, ვიდრე ეს სახელი – “ღირსეული პარტნიორი”, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები ვართ და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გლობალური სტაბილურობის დროშა” – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

"ღირსეული პარტნიორი 2017-ის" გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

“ღირსეული პარტნიორი 2017-ის” გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, ქართველმა სამხედროებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის სანდო და ღირსეული პარტნიორი, რომლის ნდობაც ნებისმიერი გამოწვევის დროს შეიძლება.

ხვალ, 31 ივლისს საქართველოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილმა განახადა, რომ ეს ვიზიტი მხარდაჭერას ნიშნავს:

“ეს არის ამერიკის მხრიდან გადმოდგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისაკენ. დარწმუნებული ვარ, სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი” ნაყოფიერად ჩაივლის და ახალ ეტაპზე გადაიყვანს მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ამ გამოცდილებას მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას მოახმარენ,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მაიკ პენსის ვიზიტზე ისაუბრა იან კელიმაც – “ვიცე პრეზიდენტს ექნება ძლიერი გზავნილი, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,” – განაცხადა აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ღირსეული პარტნიორი 2017-ის" გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

“ღირსეული პარტნიორი 2017-ის” გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

"ღირსეული პარტნიორი 2017-ის" გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

“ღირსეული პარტნიორი 2017-ის” გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, “ღირსეული პარტნიორი 2017” ემსახურება სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას.

"ღირსეული პარტნიორი 2017-ის" გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

“ღირსეული პარტნიორი 2017-ის” გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

"ღირსეული პარტნიორი 2017-ის" გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

“ღირსეული პარტნიორი 2017-ის” გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

საწავლებაში მონაწილე ქვეყნების ქვედანაყოფებია:

აშშ-ის მექანიზებული ბატალიონი, საარტილერიო ბატარეა, საინჟინრო ბატალიონი, ორი სადესანტო ასეული, “EOD”-ს ჯგუფი, საავიაციო რგოლი.

დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული.

გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი.

უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული.

სომხეთის სამედიცინო ასეული (საველე ლაზარეთი).

სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი.

თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი , რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან სწავლების ზემდგომი შტაბის (HICON) შემადგენლობაში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი, IV მექანიზებული ბრიგადის შტაბი, 41-ე ბატალიონის მექანიზებული ასეული, სატანკო ბატალიონის სატანკო ოცეული, საარტილერიო ბატარეა “დანა”, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბი და მსუბუქი ქვეითი ასეული, საინჟინრო ბრიგადის საინჟინრო ოცეული, “EOD-ის” ოცეული, საინჟინრო-მესანგრეთა ასეული, სპეცდანიშნულების ბატალიონის შტაბი, სპეცდანიშნულების ასეული, კავშირგაბმულობის ოცეული, ძალთა დაცვის ოცეული, სამედიცინო ოცეული, ლოგისტიკის ასეული, სადაზვერვო ოცეული, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი, უზრუნველყოფის ოცეული, სატრანსპორტო ჯგუფი, სამხედრო პოლიციის ჯგუფი.

"ღირსეული პარტნიორი 2017-ის" გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

“ღირსეული პარტნიორი 2017-ის” გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში, მათ შორის აერომობილური ელემენტების გამოყენებასაც. სცენარი განკუთვნილია ბრიგადისა და უფრო დაბალი (ოცეულის ჩათვლით) დონის ქვედანაყოფებისთვის თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციებისას გადაწყვეტილების მისაღებად მართვისა და კონტროლის სავარჯიშოებისთვის.

„ძალა პარტნიორობაშია“ – მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მთავარი გზავნილია, რომელსაც საქართველო წელს უკვე მესამედ მასპინძლობს. ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას:  სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი