ახალი ამბები

სააკაშვილი: პოროშენკომ დაუკიდა ყურმილი ღარიბაშვილს, რომელიც ჩემზე ელაპარაკებოდა

29 ივლისი, 2017 • 3554
სააკაშვილი: პოროშენკომ დაუკიდა ყურმილი ღარიბაშვილს, რომელიც ჩემზე ელაპარაკებოდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ყველა მეთოდით იბრძოლებს უკრაინის მოქალაქეობის დასაბრუნებლად.

“გავივლი ყველა სამართლებრივ ინსტანციას, თუმცა მე არაფერს არ დაველოდები”, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ეთერში, სადაც აშშ–დან ჩაერთო.

“ჩვენ ვაპირებთ დიდ მობილიზაციას უკრაინაში”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევით მისი საქმე გააკეთა.

“თუკი რამე გააკეთა პოროშენკომ, ჩვენი საქმე გააკეთა. ბრძოლა მე არ მესწავლება, ჩვენ შევცვლით უკრაინაში ხელისუფლებას”, – განაცხადა სააკაშვილმა.

რუსთავი 2–ის შეკითხვაზე, როდესაც სააკაშვილი ახლო ურთიერთობაში იყო პოროშენკოსთან, იცოდა თუ არა, რომ მის წინააღმდეგ საქართველოში იყო დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც გახდა ახლა საფუძველი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის, სააკაშილმა განაცხადა, რომ პოროშენკომ ყველაფერი კარგად იცოდა.

“როდესაც მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშილმა დაურეკა და ჩემზე ელაპარაკებოდა, პოროშენკომ დაუკიდა ყურმილი და მას შემდეგ მასთან არასდროს აღარ უსაუბრია”, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აშშ–ში იმყოფებოდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ დროისთვის მოქალაქეობის გარეშეა დარჩენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი