ახალი ამბები

გოკა გაბაშვილი: 19 აპრილს რუსთაველზე სახიფათო არაფერი არ გელოდებათ

18 აპრილი, 2013 • • 1090
გოკა გაბაშვილი: 19 აპრილს რუსთაველზე სახიფათო არაფერი არ გელოდებათ

გოკა გაბაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გარდა 19 აპრილის აქციაზე რუსთაველის გამზირზე, თბილისში, აქტივისტები,

გოკა გაბაშვილი
გოკა გაბაშვილი

მხარდამჭერები და ლიდერები აპირებენ მისვლას ოჯახის წევრებით და სიცრუეა ის, თითქოს რაიმე პროვოკაცია ხდება.

პარლამენტარის თქმით, ამ აქცის გამო ხელისუფლება არის პანიკაში, რაც გამოიხატება კონკრეტულ ქმედებებში: სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის პოლიციის უფროსის, ხარებავასა და მისი მოადგილე გია ყალიჩავას დავალებით, დადიან თანამშრომლები და ვისაც “ნაციონალებად” მიჩნევენ, აფრთხილებენ და ემუქრებიან, რომ არ წავიდნენ თბილისში აქციაზე დასასწრებად. გარდა ამისა, სამცხე–ჯავახეთში ასევე აქტიურობს რაბათის ციხის დირექტორი ელგუჯა ბიჭაშვილი, ასევე, აბასთუმნის პოლიციის უფროსი ოლეგ ამბროზაშვილი, სამცხე–ჯავახეთის დაცვის პოლიციის უფროსი ჯიმშერ გოგოლაძე, კასპის პოლიციის უფროსი მამუკა ჯაჯანაშვილი, აჭარის პოლიციის უფროსი ვალერი თელია, იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი გამზეარდაშვილი, ქუთაისის პოლიციის უფროსი მდინარაძე, ონის პოლიციის უფროსი ვიტალი მეტრეველი და ამბროლაურის პოლიციის უფროსი.

გაბაშვილისვე განცხადებით, აღნიშნული სამართალდამცავების გარდა, კახეთში აქტიურობენ და აქტივისტების გარდა მიკროავტობუსის მძღოლებსაც აშინებენ თამაზ თამაზაშვილი და კახეთის გენინსპექციის უფროსი. დეპუტატი აცხადებს, რომ თბილისის გარდა ყველგან შეინიშნება ზეწოლის მსგავსი ფატქები. 

“დაპირისპირების სცენარი არ არსებობს, თუ ხელისუფლებას რაიმე არ აქვს ჩაფიქრებული, არ ვიცი”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა. მისი განცხადებით, 19 აპრილის აქცია იქნება მშვიდობიანი, დემოკრატიული ქვეყნის შესაფერისი და დაწყებიდან რამდენიმე საათში დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი