ახალი ამბები

გიგი უგულავას პრაღაში გამგზავრების მიზეზს თბილისის მერიაში განმარტავენ

18 აპრილი, 2013 • 1403
გიგი უგულავას პრაღაში გამგზავრების მიზეზს თბილისის მერიაში განმარტავენ

გაზეთის ცნობით, 20 აპრილის ავიარეისზე პრაღის მიმართულებით ბილეთები დაჯავშნეს: თბილისის მერმა გიორგი უგულავამ და მისმა მეუღლემ, საკრებულოს წევრებმა –  ვახტანგ ნაცვლიშვილმა, დავით წერეთელმა, ირაკლი დვალმა, ხვიჩა სანაიამ, მამუკა ახვლედიანმა.

 

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ განცხადება პრაღაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ მერიამ ჯერ კიდევ 1 აპრილს გამოაქვეყნა.

 

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22, 23 და 24 აპრილს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა თბილისის დღეებს უმასპინძლებს. დელეგაციას, როგორც მერიაში განმარტავენ, სწორედ გიგი უგულავა ხელმძღვანელობს.

 

“2012 წლის ნოემბრის თვეში თბილისში პრაღის კულტურის დღეები გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა პრაღის ნაციონალური საბალეტო დასის ორი წარმოდგენა, გამოფენა სახელწოდებით “პანორამული პრაღა” , ცნობილი ახალგაზრდა ჩეხი პიანისტის ივო კაჰანიკის კონცერტი და ქუჩის თეატრ V.O.შ.A.-ს წარმოდგენები. პრაღაში “თბილისის დღეების” ჩატარება სწორედ გასულ წელს აღნიშნული ღონისძიებების მიმდინარეობისას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდა. პრაღაში “თბილისის დღეები” 22 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება ანსამბლ “ქართული ხმების” კონცერტით. ღონისძიებების ფარგლებში პრაღის  მერია ძველი თბილისის რეაბილიტაციის ამსახველ ფოტოგამოფენას  უმასპინძლებს, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე ე.მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი“GEORGIAN BRASS” კონცერტს გამართავს, თითების თეატრი ორ სპექტაკლს წარმოადგენს თეატრ “მინორი”-ში, პრაღის მუნიციპალურ მუზეუმში კი თბილისის მუნიციპალური მუზეუმების თემატური გამოფენა გაიმართება,”- ნათქვამია თბილსის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი