ახალი ამბები

კახეთში მთავრობა ყურძენზე სუბსიდიებს აღარ გასცემს

27 ივლისი, 2017 • 1983
კახეთში მთავრობა ყურძენზე სუბსიდიებს აღარ გასცემს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ 2017 წელს კახეთში ფერმერებს ყურძენზე სუბსიდირებას არ მისცემენ, სუბსიდირება იქნება რაჭაში ხვანჭკარისთვის, ხოლო ბრენდის მწარმოებელი კომპანიები კომპენსაციას მიიღებენ რქაწითელსა და მწვანეზე.

“ბოლო წლებში მიმდინარე ტენდენციის შედეგად ვხედავთ, რომ ღვინის ექსპროტი მნიშვნელოვნად არის ქვეყანაში გაზრდილი, კონიუნქტურა ძალიან გაჯანსაღებულია მეღვინეობის მიმართულებით. შესაბამისად, ვხედავთ, რომ წნეხი სახელმწიფოს მიმართ დახმარების კუთხით შემცირებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ორგანიზებულად ჩაივლის რთველის პროცესი და კერძო სექტორიდან იქნება დაინტერესება. შესაბამისად, საჭირო კომპენსაციები სახელმწიფოს მხრიდან საჭირო არ იქნება ძირითადი ინდუსტრიული ჯიშის ყურძნებზე, როგორ საფერავზე, ისე რქაწითელსა და მწვანეზე”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სუბსიდიები იქნება რაჭაში, სადაც ხვანჭკარისთვის განკუთვნილ კლიმატურ ზონაში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისთვის ერთ კილოგრამზე ფერემერები მიიღებენ 2 ლარს.

მინისტრმა განაცხადა, რომ ფერმერებისგან განსხვავებით, სპირტისა და ყურძნის ტკბილის მწარმოებელ კომპანიებს რქაწითელისა და მწვანეს ჯიშის ყურძნებზე 35 თეთრს მისცემენ კომპენსაციის სახით.

ლევან დავითაშვილის თქმით, ღვინის კომპანიები  იმ ფასში შეიძენენ ყურძენს, რომელიც მოტივაციას შეუნარჩნებს მევენახეებს. მინისტრის თქმით, არის ისეთი ტიპის პროდუქტი, ისეთი ნედლეული, რომელიც მაღალი ხარისხის ღვინის საწარმოებლად არაა გამოსაყენებელი, მაგალითად, სეტყვით დაზიანების გამო. ასეთი ტიპის პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა რომ არ შეექმნათ მევენახეებს, გარკვეულ კომპენსაციებს მისცემენ სპირტის მწარმოებელ კომპანიებს.

“ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ვუწყობთ ხელს ბრენდის წარმოებას, მათ შორის- შეღავათიანი აგროკრედიტით. ერთ-ერთი მიმართულებაა მეღვინეობის სექტორი, სადაც გავქვს შეღავათიანი სესხები საბრუნავ საშუალებებზე. მათ შორის ბრენდის წარმოებაზე იმიტომ, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი, სამი წლით დავარგებას საჭიროებს, ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული ბრენდის ხარისხი და წარმოების პროცესი არის გაუმჯობესებული. გვექნება კომპენსაციები ბრენდის ნაწილში, რქაწითელისა და მწავნეს ჯიშის ყურძნებზე. იმ შემთხევაში, თუ კომპანიები მოახდნეენ ბრენდის წარმოებას, იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ჩაუბარებელი ჭარბი ყურძენი, ისინი მიიღებენ კომპენსაციას სახელმწიფოსგან 35 თეთრის ოდენობით კილოგრამზე, იმისთვის, რომ მათი საფასო პოლიტიკა იყოს კონკურენტუნარიანი”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ამ ღონისძიებებისთვის ბიუჯეტში 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი