როგორც მან ახალქალაქში სტუმრობისას განაცხადა, ის თანხა, რომლის შესახებაც დღეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს და წინა მთავრობას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დასდეს ბრალი, სინამდვილეში საქართველოს პოპულარიზაციას ხმარდებოდა.


“მინდა მთავრობას მოვუწოდო, რომ თავს სასაცილო მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებს. მითხრან მსოფლიოს ერთი ქვეყანა მაინც, სადაც პრეზიდენტი ვიზიტებზე არ დადის და პარლამენტის წევრები,  მთავრობის წევრები, თუნდაც ოჯახის წევრებიც, მათ შორის, თან არ დაჰყავს… არ იწვევს სტუმრებს და არ ჩამოჰყავს ჟურნლისტები უცხოეთიდან თავისი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით… ეს რომ არ გვეკეთებინა, აბა, ციდან ჩამოვარდა ის ინვესტიციები?!”, – განაცხადა მან.


პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან საქართველოში მილიონობით დოლარის ოდენობის ინვესტიციის მოზიდვა სწორედ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების სხვადასხვა ქვეყნაში განხორციელებული ვიზიტების და სადილების მოწყობის შედეგად მოხერხდა.


“აბა, საქართველოში რომ სტუმარი ჩამოვა, მაღალ დონეზე არ უნდა მიიღოთ?!”, – განაცხადა მან.


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ხარჯების შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა დღეს გამოაქვეყნეს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *