ახალი ამბები

პრეზიდენტმა უმცროსი ვაჟის სწავლის გადასახადიც ბიუჯეტიდან გადაიხადა

17 აპრილი, 2013 • • 1765
პრეზიდენტმა უმცროსი ვაჟის სწავლის გადასახადიც ბიუჯეტიდან გადაიხადა

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, ნიკოლოზ სააკაშვილი კერძო სკოლაში, ბრიტანულ–ქართულ აკადემიაში სწავლობს და 2011 წლის 1 ნოემბერს მისი ერთი წლის სწავლის გადასახადი, 5900 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარა.


დოკუმენტების მიხედვით, რომელიც ხელისუფლებამ დღეს გაასაჯაროვა, ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უფროსი შვილის, ნიკოლოზ სააკაშვილის ამერიკულ აკადემიაში სწავლის საფასურიც (14.000 ლარი) ბიუჯეტიდან გადაიხადა. საუბარია 2010-2011 წლის სწავლის საფასურზე გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში.


თანხა გადახდილია საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს ქვეგანყოფილების უფროსის მიერ პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი