შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ წაღვერში ხანძარია და 6 000 კვადრატული მეტრის ფართობზე შერეული ტყე იწვის.

უწყებაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ხანძარი წაღვერის დასახლებული ტრიტორიიდან 2 კილომეტრის მოშორებითაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

საგენტოს ცნობითვე, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, დამატებით ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც, რომელიც რამდენიმე წუთში იქნება ადგილზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *