ახალი ამბები

რაში იხარჯებოდა სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ბუჯეტის თანხა

17 აპრილი, 2013 • • 1089
რაში იხარჯებოდა სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ბუჯეტის თანხა

დოკუმენტების თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი იხარჯებოდა როგორც პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დასვენებაში, ასევე საჩუქრებში.

 

“2013 წელს დუბაიში ჩვენი კოლეგები და ყოფილი კოლეგები: კობა ხაბაზი, ალანა გაგლოევა, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გოგა ხაჩიძე, დავით საყვარელიზე, მარიამ საჯაია, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, სრგო რატიანი, პრეზიდენტთან ერთად შეხვდნენ 2013 წელს და მათ გართობაზე დაიხარჯა 240 ათასი ლარი,”- განაცხადა იმერლიშვილმა.

 

დოკუმენტების თანახმად, პრეზიდენტმა მარიამ საჯაიას საჩუქრად გადასცა 3500 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი. გარდა ამისა, პრეზიდენტის დაქირავებულ ესპანელ მზარეულს ოქტომბერში ჰონორარის სახით გადაეცა 13 494 ლარი, იგივე თვეში მისი ბინით უზრუნველსაყოფად დაიხარჯა 1294 ლარი, ხოლო თარჯიმანს ამავე თვეში 3400 ლარი გადაეცა. 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია აცხადებს, რომ ხელისუფლება აგონიაშია:

 

“ფაქტია, რომ ხელისუფლება არის სრულ პანიკაში 19 აპრილთან დაკავშირებით და უნდა ველოდოთ ბრალდებებისა და ტყუილების ძალიან დიდ რაოდენობას. ამ კონკრეტულ ბრალდებაზე შემიძლია გითხრათ, რომ სრული სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება, და კვლავ და კვლავ ეს ყველაფერი უკავშირებდა მხოლოდ და მხოლოდ 19 აპრილთნ დაკავშირებულ შიშებს, რომ ისინი დაინახავენ ძალიან დიდ ძალას, ოპოზიციის ძალას, რაც მათ ძალიან აშინებთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი