თბილისში გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დედაქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებაში (საკრებული/მერია/გამგეობა) პროფესიონალიზმისა და ნეპოტიზმის პრობლემა არსებობს.
გამოკითხულთა 47 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ დედაქალაქის ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემაცაა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ასევე აცხადებს, რომ მის ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის პრობლემა არსებობს, თუმცა თბილისისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხული ადამიანების მოსაზრებები პროცენტული თვალსაზრისით მაინც განსხვავდება.
კითხვაზე, როგორ შეაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას? მკვლევრებმა ამ ტიპის პასუხები მიიღეს: