ახალი ამბები

ინფორმაცია ვაჰაგან ჩახალიანის გარდაცვალებაზე სიმართლეს არ შეესაბამება

17 აპრილი, 2013 • • 1339
ინფორმაცია ვაჰაგან ჩახალიანის გარდაცვალებაზე სიმართლეს არ შეესაბამება

“ნეტგაზეთს” შს სამინიტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ვაჰაგან ჩახალიანის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

ჩახალიანის გარდაცვალება “ნეტგაზეთთან” საუბარში უარყვეს “სომეხთა ეპარქიის” პრესსამსახურშიც, სადაც განაცხადეს, რომ ჩახალიანი ცოცხალია და საღამოს 7 საათზე თბილისიდან სახლში გაემგზავრა.    

 

ვაჰაგან ჩახალიანი
ვაჰაგან ჩახალიანი

ვაჰაგან ჩახალიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 აპრილს, 21:00 საათზე გავრცელდა, რომლის მიხედვითაც:

 

“ვაჰაგან ჩახალიანი საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში, საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების პირველადი ვერსიით იგი გულის შეტევით გარდაიცვალა. მის სახლთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.”

 

ვაჰაგან ჩახალიანი პატიმრობიდან 2013 წელს ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. ყოფილმა ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა არაერთხელ გააკრიტიკეს მოქმედი ხელისუფლება ჩახალიანის გათავისუფლების გამო, რადგან მათი თქმით, ჩახალიანი სამცხე–ჯავახეთში სეპარატიზმის გაღვივებას უწყობდა ხელს.

 

ვაჰაგან ჩახალიანი, მამასთან და ძმასთან ერთად, 2008 წელს დააკავეს. ვაჰაგან, რუბენ და არმენ ჩახალიანებს ბრალად დაედოთ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვა.

 

 

რუბენ და არმენ ჩახალიანები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ვაჰაგნ ჩახალიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ჯავახეთში მასობრივ არეულობებში მონაწილეობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო ვაზნების უკანონო შენახვაში.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი