ამის შესახებ კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი2” –ის გადაცემა “პოზიციაში” გააკეთა:
“მთავარი ფუნქცია პრეზიდენტის გამოიკვეთა ახლა, რისი ეჭვიც მე მქონდა, დადგა სუვერენიტეტის საკითხი. ომი 2008-ში არ დაწყებულა, ომი დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს, როცა გაჩნდა პირველად რეალისტურად საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა. ომი გრძელდება დღესაც. ჩვენ ამ ომში დამარცხებულები არა ვართ, არც გამარჯვებულები არა ვართ. დღეს არის საფრთხე, რომ ჩვენ ამ ომში დავმარცხდეთ.”
სააკაშვილის განცხადებით, 2008 წელის აგვისტოს ომში რუსეთს შორს მიმავალი მიზნები ჰქონდა: “კეხვისთვის და თამარაშენისთვის გააკეთა ეს? მისი ამოცანა იყო თბილისი, რუსეთი მე-20 საუკუნეში შეიჭრა რამდენიმე ქვეყანაში და მხოლოდ ფინეთი ვერ აიღო ბოლომდე, და ამის შემდეგ იყო საქართველო. რუსეთს უნდოდა ერთხელ და სამუდამოდ დაენახებინა კავკასიელების შემდეგი თაობისთვის, რომ ასე დაისჯებოდა ყველა, ვინც სახელმწიფოს შექმნიდა. რუსეთის მთავარი ამოცანა იყო თბილისი. რუსეთმა ბალტიის ქვეყნები აიღო ორ- სამ დღეში. სასქართველო არის პირველი ქვეყანა, რომლის აღება 1939 წლის შემდეგ ვერ მოახერხა 2008 წელს. რუსეთი ელოდება, თუ როდის გაასამართლებენ სააკაშვილს. თუ ჩვენ დღეს გამოვაცხადებთ კაპიტულაციას, სახელმწიფოებრიობას დავკარგავთ.”
სააკაშვილის განცხადებით, მისი ინტერესია, რომ 2008 წლის ომის საქმე გამოიძიოს საერთაშორისო სასამართლომ: “ჩვენი ინტერესია, რომ საერთაშორისო სასამართლომ გამოძიოს ეს. საერთაშორისო გამოძიება თავისით მიდის და ეს ძალიან გრძელი პროცედურაა. ჩვენ აქ ასავალ-დასავალის ენაზე ხომ არ ვლაპარაკობთ? თუ კომისია იქმნება პროკურატურაში, მას მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით შეეუძლია იხელმძღვანელოს: მუხლი 404- აგრესიული ომის გაჩაღება, გენოციდი – 407. ეკოციდი. ეს არის ძირითადი მუხლები. დამიძახონ მილოშევიჩი, მაგრამ ამას სხვა პროცესები მოყვება საქართველოსთვის. სასურველია ეს საქმე პარლამენტში გამოძიონ.”
სააკაშვილის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ამზადებდნენ ტერორისტებს, სახიფათოა: “საჭიროა სამართლიანობის აღდგენა, მომავალზე ვილაპარაკოთ. გაასამართლეთ სააკაშვილი, შეცვალეთ ოკუპაციის კანონი. ლაპარაკი ჩრდილოკავკასიელებზე, რომ ტერორისტებს ვამზადებდით, რომ იყოს მართალი, ენა უნდა მოიგდო და ამაზე უნდა ილაპარაკო?”