“არანაირი სატვირთო მანქანა არ ყოფილა, სოფლის შარაგზაზე გამოვედი ველოსიპედით და მე ვაკეთებ ამას მუდმივად, ყვარელშიც,  ბათუმშიც, სადაც კარგი ველოტრასაა და ჩემი სპორტული ველოსიპედით, რომლითაც 50 კმ სიჩქარეს ვავითარებ და ორმოში ჩავარდა და კიდევ კარგი, კარგი შლემი მეკეთა და დამიცვა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტმა მხრის სამმაგი მოტეხილობა მიიღო, რის გამოც მას ოპერაცია ჩაუტარდა სტამბოლის კლინიკაში. 

 

“ზოგიერთებმა თქვეს, თავი მოგვჭრა, ველოსიპედზე დაჯდაო, ველოსიპედზე არ სხედან ძალიან ჩამორჩენილი ქვეყნების ლიდერები,” – განაცხადა სააკაშვილმა.

 

მისი თქმით, მას არაერთხელ უვლია ველოსიპედით აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან ერთად:

 

“ნატოს გენერალურმა მდივანამა ჩემნაირად მოიტეხა ხელი”.

 

სააკაშვილის თქმით, ველოსიპედი ძალიან პოპულარულია საქართველოშიც, კერძოდ, სამტრედიასა და აბაშაში. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *