ეს განცხადება პრეზიდენტმა “რუსთავი2″–ის გადაცემა “პოზიციაში” გააკეთა:

“ჩემი პრეზიდენტობა სამი წლის წინ იყო გამოწვევების წყარო. დილა იწყებიოდა იმით, სად რა უნდა ავაშენოთ, გავაკეთოთ. ახლა ჩემი პრეზიდენტობა არის მტკივნეული და უსიამოვნო პროცესი. ყოველი დღე მძიმედ იწყება. ყველა ჩემი ძირითადი პროექტი არის გაჩერებული. მარტში წყალტუბო დაასაქმბდა 10 ათას ადამინს. სვანეთში ყველაფერი გაჩერებულია. ზამთარში ტურისტი არ იყო. საფრანგეთიდან საბაგიროები აღარ ჩამოაქვთ. ფრანგებმა თითქმის გვაჩუქეს ეს დანადგარები. თეთნულდზე იქნებოდა კიდევ ერთი კურორტი”.
საქართელოს პრეზიდენტმა ლაზიკის პორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: “21-ე საუკუნეში ლაზიკის პორტი, ეს არის დიდი მიღწევა. ღმერთმა მოგვცა კანიონი, სადაც შეგვიძლია ავაშენოთ პორტი, სადაც დასაქმდება ბევრი ადამიანი. მე მუდმივად გავაგრძელებ ამაზე ლაპარაკს. სამეგრელოსთვის და საქართველოსთვის ეს არის დასაქმების უებარი საშუალება. ვინ არის პარტნიორი მთავრობაში, ვისაც ეს უნდა გავუზიარო და ვესაუბრო იმ საფრთხეებზე, რაც არის”.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის პრეზიდენტობა არის საკმაოდ რთული და უსიამოვნო:”ფუნქცია იმისა, რომ ერთი წელი დავრჩენილიყავი, არის უსიამოვნო. ჩვენ გვაქვს დემოკრატიის ჩარჩო. შევქმენით იმისთვის, რომ არჩევნებით შეიცვალოს მთავრობა. სასამართლო უნდა გახდეს დამოუკიდებელი. მედია გვყავს გადასარჩენი. მთავარი პრეზიდენტის ფუნქცია გამოიკვეთა ახლა, დადგა სუვერენიტეტის საკითხი.”
