ახალი ამბები

წულუკიანი: ლადო ჭანტურია სტრაბურგის მოსამართლეობის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს

25 ივლისი, 2017 • 2534
წულუკიანი: ლადო ჭანტურია სტრაბურგის მოსამართლეობის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს

“ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობისათვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს,” – ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ საგანგებლო ბრიფინიგზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ამის თაობაზე შესაბამის ექსპერტ-მრჩეველთა კოლეგიის დასკვნა მიიღო. მინისტრის თქმით, ლადო ჭანტურია გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას და მასთან გასაუბრება სავარაუდოდ შემოდგომაზე შედგება.

ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოს მთავრობამ სტრასბურგში გაგზავნა სამი კანდიდატის მონაცემები, ესენია  ლადო ჭანტურია (5 ქულა), სოფო ჯაფარიძე (4.69 ქულა), შოთა გეწაძე (3.85 ქულა).

მასალების გადაბეჭდვის წესი