ახალი ამბები

2008 წლიდან დღემდე ე.წ. აფხაზური პასპორტი გალის რაიონის 16 ათასმა მოსახლემ აიღო – აფხაზური მედია

16 აპრილი, 2013 •
2008 წლიდან დღემდე ე.წ. აფხაზური პასპორტი გალის რაიონის 16 ათასმა მოსახლემ აიღო – აფხაზური მედია

შეხვედრაზე გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაციის პროცედურებთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს და ამ რაიონის მოსახლეობის აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრირების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

როგორც ცნობილია, გალის რაიონში აფხაზური დე–ფაქტო პასპორტების დარიგების პროცესი 2008 წლიდან დაიწყო. ამ რაიონში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ. საქართველოს იმ დროინდელი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დე–ფაქტო რეჟიმი გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ულტიმატუმს უყენებდა და ე.წ. პასპორტების აღებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რაიონიდან  გაძევებით ემუქრებოდა. გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაციის პროცესი 2008 წელს რამდენჯერმე შეჩერდა, თუმცა ეს პროცესი საბოლოოდ მაინც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი