№9 ნაძალადევის  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადდა.  საბუთები მიმდინარე წლის  17 – 18 აპრილს  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  მიიღება.

 

დღესვე, კომისიის გადაწყვეტილებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადება და უწყებათაშორისი კომისიის ინფორმაცია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით გადაეგზავნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რათა დადგენილ ვადებში შეისწავლონ მოყვანილ დოკუმენტაციაში აღწერილი ფაქტები შემდგომი რეაგირებისთვის, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე  აცნობონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *