“ზოგადად მოსმენებთან დაკავშირებით ჩვენ თავის დროზე განვაცხადეთ გამოძიების დასრულების შესახებ. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, აწმყოში რომელიმე არა ახალი სახელისუფლებო სტრუქტურის მიერ ხორციელდება თუ არა მოსმენა, ამას არც დავადასტრურებ, არც უარვყოფ, მაგრამ რაიმე გამოძიება ამ თვალსაზრისით ჯერჯერობით არ მიმდინარეობს”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
გუშინ, 15 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება მოსასმენი აპარატურის შენმოტანასა და შსს–დან მისი უკანონოდ გატანის ფაქტზე:
“გიდასტურებთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მოგაწვდით”, – განაცხადა შსს–ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.
