მოსამართლე დარახველიძემ წინა პროცესზე დარბაზიდან გააძევა ბრალდებული ახალაია, რომლის დღევანდელ პროცესზე დაბრუნების შუამდგლომლობით ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა გუშინ მიმართა მოსამართლეს, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილება ჯერ უცნობია:
“თუ სასამართლოს უნდა შეჯიბრებითობა და სამართლიანობა პროცესზე, ბაჩო ახალაია უნდა დააბრუნოს, ამის გარეშე სასამართლოს განხილვა სამართლიანი არ იქნება,” – ამბობს ველიჯანაშვილი.
მისი თქმით, მოსამართლესთან შეპასუხება არ იყო ისეთი დარღვევა, რომლის საფუძველზეც შეიძლებლობდა ბაჩო ახალაიას დარბაზიდან გაძევება.
