როგორც სოციალურ ქსელში განთავსებული ანონსიდან ირკვევა, მისი ერთ–ერთი ორგანიზატორი გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ალექსანდრე (კახა) ლომაიაცაა.
“საქართველოს პატრიოტებო და ჩვენო მეგობრებო! თუ გჯერათ, რომ საქართველო ეკუთვნის დასავლურ ცივილიზაციას და მიგაჩნიათ, რომ იგი აღარასოდეს არ უნდა დაუბრუნდეს რუსეთის ორბიტას, შემოგვიერთდით, რომ ერთად ვამცნოთ მსოფლიოს ჩვენი გულისტკივილი შესაძლო საფრთხის შესახებ და ხმა მივაწვდინოთ ივანიშვილის მთავრობას! შეხვედრა ტარდება 19 აპრილს, პარასკევს, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე, მანჰეტენზე, დაუნთაუნში, Bowling Green პარკთან, Charging Bull-ის ძეგლთან”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს თბილისში საქართველოს პროდასავლური კურსის მხარდაჭერა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
