ახალი ამბები

საქართველოს ფინანსთა სამინიტრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს ბიუჯეტის დაგეგმარების გამოცდილებას უზიარებს

16 აპრილი, 2013 • • 841
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს ბიუჯეტის დაგეგმარების გამოცდილებას უზიარებს

შეხვედრის თემაა “ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში დანერგილი IT სისტემები – საქართველოს მაგალითი”. 

შეხვედრაში მონაწილეობენ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის, სახაზინო, საფინანსო–ანალიტიკური სამსახურებისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბიუჯეტო სექტორის წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია–ჰერცოგოვინადან, სერბეთიდან, სლოვენიიდან და ხორვატიიდან. 

სამუშაო ჯგუფის წევრები გაეცნობიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოცდილებას ქვეყანაში საბიუჯეტო სისტემის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის ელექტრონული პროგრამის კუთხით. 

 

PEMPAL –ი მსოფლიო ბანკის ინიციატივით მოქმედი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მოღვაწე მოხელეთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება–გაღრმავებას, მომავალი თანამშრომლობის განმტკიცებას. 

 

პროგრამა შედგება საჯარო ფინანსების მართვის, სახაზინო, საბოუჯეტო და შიდა აუდიტის სფეროებში მოღვაწე სამუშაო ჯგუფებისაგან. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი