BBC-ს ცნობით, აფეთქება ფინიშის ხაზთან ახლოს შეჯიბრების დაწყებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ მოხდა. პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით 14:50 საათზე გაიზმა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი პირველ აფეთქებას მეორე მოჰყვა.

 

მასაჩუსეტსის შტატის წითელი ჯვრის წარმომადგენლები დაშავებულებს ადგილზე უწევენ დახმარებას. წითელი ჯვარი twitter-ის საშუალებით მოუწოდებს მოსახლეობას, მოიკითხონ ნათესავები და მეგობრები, რომლებიც მარათონს ესწრებოდნენ.

 

ბოსტონის მარათონი 1897 წლიდან ყოველ წელს ტარდება, მონაწილეებმა სირბილით 42 კილომეტრი და 195 მეტრი უნდა დაფარონ. ყოველწლიურად მარათონის მონაწილეთა რაოდენობა იზრდება, ბოლო წლებში კი მათმა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა. მონაწილეების გარდა მარათონს 500 000-მდე მაყურებელიც ესწრებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *