ახალი ამბები

ისლანდიის პოლიციის ცნობით, ჩანჩქერში ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

22 ივლისი, 2017 • 5803
ისლანდიის პოლიციის ცნობით, ჩანჩქერში ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

ისლანდიის პოლიციის ცნობით, საქართველოს 22 წლის მოქალაქე, რომელიც ისლანდიაში თავშესაფარს ეძებდა, გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდა.

Ruv-ის ცნობით, 19 ივლისს, ღამით ჩავარდა ჩანჩქერში. მანქანა, რომელიც მას ნაქირავები ჰქონდა, ჩანჩქერის მიმდებარე ავტოსადგომზე იყო გაჩერებული. მედიის ცნობით, ამ ავტომობილის საშუალებით დაადგინეს ბეგაძის ვინაობა.

“როცა დავუკავშირდით მანქანის მფლობელს და მანქანასთან მყოფ ხალხს, გავიგეთ, რომ მას მანქანა ნაქირავები ჰქონდა. შემდეგ გულფოსში შევამოწმეთ ფარული კამერები და ვნახეთ, რომ მან დატოვა მანქანა. დამატებითი ინფორმაცია მის შესახებ მივიღეთ ტანსაცმლისა და თვითმხილველთა აღწერილობის მიხედვით, რომლებმაც ის დაინახეს მდინარეში”, – განუცხადა Ruv-ს პოლიციის ოფიცერმა, სვეიტე კრისტიან რუნარსონმა.

პოლიციის ცნობით, ბეგაძე რეიკიენსბეში ცხოვრობდა. პოლიციას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ხნის წინ ჩავიდა ისლანდიაში. პოლიცია ბეგაძეს ჩანჩქერში ჩავარდნის შემდეგ ეძებს, თუმცა არ აქვს იმედი, რომ ცოცხალს იპოვნიან.

19 ივლისს ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოდ მიჩნეული ქვეყნების მოქალაქეებს არ აძლევენ თავშესაფარს და თავიანთ ქვეყნებში აბრუნებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი