ახალი ამბები

სესიაშვილი ადასტურებს, რომ ბაქო–სუფსის ნავთობსადენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხვდება

21 ივლისი, 2017 • 4746
სესიაშვილი ადასტურებს, რომ ბაქო–სუფსის ნავთობსადენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გადაცემა “რეაქციაში” ადასტურებს, რომ ბაქო–თბილისი–სუფსის ნავთობსადენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხვდება.

“ხშირად მესმის ხოლმე საუბარი, რომ “საზღვარი გადმოწიეს”. დიახ, საზღვარი გადმოწეულია რამდენიმე ასეული კილომეტრით, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე, მაშინ ეს ადმინისტრაციული საზღვრები მიხეილ სააკაშვილმა თავისი ბრძანებით განსაზღვრა. ალბათ, ესეც გახსოვთ – მაშინ ახალგორი [სააკაშვილმა] შეიყვანა სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის შემადგენლობაში,” – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, ადმინისტრაციულ საზღვრებზე კონკრეტული მონაცემები არსებობს, ხოლო ამ საზღვრებში ხვდება ბაქო–თბილისი–სუფსის ნავთობსადენიც:

“საწმუხაროდ, ამ ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, ეს მილსადენი ხვდება. თუ ვსაუბრობთ საოკუპაციო ზოლზე – საოკუპაციო ზოლი გადის იქ, სადაც ჩნდება ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი, ჩნდება მავთულხლართები და ა.შ.  ოკუპანტების მიერ სხვადასხვა მიზნებით, მათ შორის, პროვოკაციული მიზნებითაც ახორციელებენ.”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დღეს, 21 ივლისს, ოკუპირებული ორჭოსნის მონაკვეთზე რუსმა სამხედროებმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი