კობახიძის თქმით, პროცედურულად არანაირი პრობლემა არ არსებობს და უმცირესობას უფლება აქვს დებატები მოითხოვოს:
 
 
„თუ დებატები სურთ, უმცირესობას კანონი აძლევს ამის უფლებას. მოთხოვნაზე იმსჯელებს პარლამენტის ბიურო, პარლამენტის სხდომა მიიღებს დადგენილებას და დაინიშნება დებატები. საჯაროდ ისინი რას აცხადებენ ერთია, თუმცა იურიდიული წესის დაცვით ასეთი მოთხოვნა პარლამენტში არ შემოსულა.“
 
 
მისივე განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხს უმცირესობა არასწორად ინტერპრეტირებს:
 
„ომის გამოძიება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2008 წელს დაიწყო. ჩვენ ამ გამოძიების დასრულება გვინდა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ გამოძიებას ლოგიკური დასასრული მიეცეს და რაღაც შედეგამდე მივიდეს. მით უმეტეს, როდესაც ქვეყანა მიერთებულია საერთაშორისო სამართლის დოკუმენტს, რაც ქვეყანას საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული ფაქტებისა და დანაშაულების გამოძიებას ავალებს.”
 
 
კობახიძის მტკიცებით, ომთან დაკავშირებით კითხვებს მოქალაქეები სვამენ.
 
 
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომის გამოძიება პროკურატურაში ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა:
 
 
“გამოძიების შედეგი იყოს ის, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ორი საერთაშორისო სარჩელი აქვს შეტანილი სხვადასხვა სასამართლოში.
 
„რუსეთს უნდა მეტი არგუმენეტი რომ თქვას, რატომ უნდა აღიაროს მსოფლიომ სახელმწიფოებად ცუდი ქართველების მიერ დაჩაგრული აფხაზები და ოსები. ვისაც ენა ეფხანება და წინა ხელისუფლების ლანძღვა უნდა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ჩვენი ლანძღვა, ჩვენ ხელს არ ვუშლით, მაგრამ კეთილი ინებონ და კარგად დაფიქრდნენ, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსათვის.”
 
 
 
14 აპრილს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა,  რომ  ეს არის თემა, რომელზეც დებატები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *