ახალი ამბები

რატომ დაიგეგმა 19 აპრილს მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში გამწვანების დღე

15 აპრილი, 2013 • • 1237
რატომ დაიგეგმა 19 აპრილს მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში გამწვანების დღე

ვაშაძის თქმით, ამის კონკრეტული მაგალითია ის ფაქტი, რომ, 19 აპრილს, პარასკევს ე.წ შაბათობა დაინიშნა ხელმძღვანელობის მიერ “მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში”, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემედებარებაში შემავალი საჯრო სამართლის იურიდიული პირია:


“მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში პარასკევს დაიგეგმა “შაბათობა” და ყველა თანამშრომელი უნდა იყოს მთელი დღის მანძილზე ადგილზე, სადაც უნდა დაალაგონ თუ გაამწვანონ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე. სასაცილოა ელემენტარულად, მართლა სასაცილოა, ასეთი მექანიზმებით მუშაობს ხელისუფლება”, – აცხადებს ვაშაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მთავრობა ყველაფერს ცდილობს იმისათვის, რომ ამ აქციაზე ადამიანები არ მივიდნენ.


საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ადასტურებენ, რომ 19 აპრილისთვის გამწვანების დღე მართლაც დაიგეგმა, თუმაცა ამ ფაქტსა და “ნაცმოძრაობის” მიერ დაგეგმილ მიტინგს შორის ყოველგვარ კავშირს უარყოფენ.


“19 და 20 აპრილს ჩვენთან, სასახლეში ტარდება სანიტარული დღე იმასთან დაკავშირებით, რომ ვამონტაჟებთ “ტურნიკებს” და ამ დღეს ბავშვები გადიან ბუნებაში, სადაც ატარებენ, ასე ვთქვათ, გამწვანების სამუშაოებს, აპირებენ ნერგების დარგვას. არანაირი პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს. ეს უბრალოდ უკავშირდება აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს. სასახლეში დასამონტაჟებელია ახალი “ტურნიკები” და თან სველ წერტილებში მოგვივიდა ავარია… ანუ უბრალო დამთხვევა გამოვიდა, თორემ, რა კავშირი გვაქვს ჩვენ პოლიტიკასთან?! ეს აბსოლუტურდ სულ სხვა თემაა: უნდა შეკეთდეს სველი წვერტილები, რომელიც ახლა არ ფუნქციონიებს და კატასტროფული მდგომარეობა გვექმნება, ამ დროს კი ბავშვები ბუნებაში გავლენ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ლია ლომინაძემ.

 

საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში 360 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ლომინაძე აცხადებს, რომ ზემოხსენებულ “გამწვანების აქციაში” ყველა თანამშრომელი არ მიიღებს მონწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი