ახალი ამბები

NDI: 61% უმნიშვნელოვანეს საკიხად კვლავ დასაქმებას მიიჩნევს

15 აპრილი, 2013 • 934
NDI: 61% უმნიშვნელოვანეს საკიხად კვლავ დასაქმებას მიიჩნევს

სამუშაო ადგილები #1 პრიორიტეტული საკითხი იყო წინა გამოკითხვების დროსაც. მეორე ადგილს 34%–ით ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 32%–ით ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებაა, რომლის მაჩვენებელიც წინა გამოკითხვებთან შედარებით რამდენიმე პროცენტით დაკლებულია.


კვლევის თანახმად მოსახლეობის პრიორიტეტები განსხვავებულია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სამუშაო ადგილები უფრო მნიშვნელოვანია იმ ხალხისთვის, ვინც დედაქალაქში არ ცხოვრობს. განათლება, ადამიანის უფლებები და სასამართლო სისტემა უფრო მეტად მნიშვნელოვანია თბილისის მოსახლეობისთვის, ხოლო შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დედაქალაქში არ ცხოვრობს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიც 2013 წლის 13–27 მარტის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/– 2.5%–ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი