ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის კუნძულ კოსსა და თურქეთის ქალაქ ბოდრუმის მიმდებარედ 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა.
The Guardian ადგილობრივ წყაორებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საბერძენთში დაშავებულია დაახლოებით 120 ადამიანი, ხოლო თურქეთში – 70.
მიწისძვრა მოხდა განთენიისას. მისი ეპიცენტრი იყო ეგეოსის ზღვაში 10 კილომეტრის სიღრმეში ზღვის ფსკერიდან. ეპიცენტრი 10 კილომეტრით იყო დაშორებული ქალაქ ბოდრუმიდან და 16 კილომეტრით კუნძულ კოსიდან.
The Guardian-ის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა კუნძულ კოსზე, ისინი უცხოელები იყვნენ და შენობის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ. მიწისძვრა საკურორტო ზონაში ტურისტულ სეზონს დაემთხვა.
მიწისძვრის შემდეგ მოსახლეობამ ღამე ქუჩაში გაათია. კოსის აეროპორტში ათენისკენ მიმავალი და ათენიდადნ მომავალი 4 რეისი გაუქმდა მიწისძვრის გამო.
Anadolu Agensy-ის ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაახლოეით 40-ჯერ დაფიქსირდა მცირე ბიძგები. მედიის ცნობით, თურქეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ნგრევა მიწისძვრას არ გამოუწვევია.
თურქეთის მედიის ცნობით, ბოდრუმის ტერიტორიაზე მიწისძვრამ ზღვის დონის ამაღლება გამოწივია და ახლაც რჩება ზღვის დონე მომატებული. ზღვის დონის მომატებამ ნავები და სხვა ტრანსპორტი დააზიანა.