ახალი ამბები

პოლიციამ “ნაცმოძრაობის” ბანერი ჩამოხია

15 აპრილი, 2013 • • 1003
პოლიციამ “ნაცმოძრაობის” ბანერი ჩამოხია

“თბილისის ქუჩები დღეს არ არის უსაფრთხო, მთელი ღამეების განმავლობაში არის ძალიან ბევრი ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტი, ძალიან სამწუხაროა, რომ მინისტრი პატრულს აძლევს ისეთ დავალებებს, რომელიც არ არის შესაბამისი მათ საქმიანობასთან. ჩვენთვის ეს არის ძალიან სამწუხარო და ამაზე ხმამაღლა გვსურს ვისაუბროთ, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ პატრული ეს არის ახალი საქართველოს სიმბოლო, ის სარგებლობს ნდობის მაღალი ხარისხით”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვა განმარტება, თუ რატომ აკეთებს პოლიცია მსგავს რამეს. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი დღეს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა გავრცელებულ ვიდეომასალას. მაჭავარიანის თქმით, სარეკლამო პლაკატების განთავსება ისეთ ადგილებში, რომელიც ამისთვის არ არის გათვალისწინებული, წარმოადგენს ადმინსიტრაციულ სამართალდარღევვას.

 

“ამ სამართალდარღვევეის აღმოფხვრის მიზნით საპატრულო ეკიპაჟმა გამოიჩინა ზედმეტი ინიციატივა და თვითნებურად მოხსნა ეს წარწერება. ამ ფაქტს შესაბამისი სამსახური შეისწავლის. არსებობს მინისტრის კატეგრიული გაფრთხილება, რომ  ხელი არ შეეშალოს 19 აპრილის აქციის მზადებას და პოლიციამ არ დაუშვას გადაცდომები, არ გაიმეოროს წარსულის რეციდივები, არ ჩაერთოს პოილიტკურ პროცესებში, როგორც ეს ხდებოდა გასული წლების განამვლობაში”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

 

მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პირველი საპროტესტო აქცია ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი