ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

15 აპრილი, 2013 • 2019
ირაკლი ჩიქოვანი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

ირაკლი ჩიქოვანი
ირაკლი ჩიქოვანი

“კონმუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში შემოსულია ორი განცხადება ბატონი ირაკლი ჩიქოვანის ხელმოწერით, ერთით ის მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს და ითხოვს თავმჯდომარის მოვალეობიდან გათავისუფლებას, მეორე განცხადებით კი ის მიმართავს კომისიის წევრს, ბატონ კარლო კვიტაიშვილს და სთხოვს აღნიშნული განცხადების საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნას. ირაკლი ჩიქოვანი ითხოვს მხოლოდ თავმჯდომარეობიდან გათავიუსფლებას, თუ პრეზიდენტმა ამ სახით დააკმაყოფილა მისი განცხადება, ის კომისიის წევრად დარჩება”, – განაცხადა კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა.


ჩიქოვანის გათავისუფლების შემთხვევაში ახალ თავმჯდომარეს პრეზიდენტი დანიშნავს, ეს პოსტი კომისიის დარჩენილი ოთხი წევრიდან ერთ–ერთს ერგება.


ამჟამად ირაკლი ჩიქოვანის გარდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები არიან: კარლო კვიტაიშვილი, სოფიო ბრიტანჩუკი, აკაკი სიხარულიძე და ირაკლი მოსეშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი