ეუთოს წარმომადგენელი ამჟამად სწორედ ბაქოში იმყოფება და თბილისში აზერბაიჯანიდან ჩავა.


ეუთოს ელჩი სამხრეთ კავკასიაში არსებული ტერიტორიული კონფლიქტების საკითხებზე საუბარს და ამ რეგიონის ქვეყნებში ორგანიზციის თავმჯდომარე ქვეყნის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლეონიდ კოჟარას ვიზიტისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას აპირებს. კოჟარა საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს ივნისის თვეში ეწვევა.


ანდრი დეშჩიცია ბაქოში, თბილისსა და შემდეგ ერევანში  საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მაღალჩინოსნებთან გეგმვს შეხვედრას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *