ახალი ამბები

პრეზიდენტი: არ ვეთანხმები რეგიონალური ენების შესახებ ქარტიის რატიფიცირების ფორსირებას

14 აპრილი, 2013 • 937
პრეზიდენტი: არ ვეთანხმები რეგიონალური ენების შესახებ ქარტიის რატიფიცირების ფორსირებას

“ჩვენმა ერმა ერთობით შეძლო კომუნისტური რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა და ერთიანი ძალებით შევინარჩუნეთ ქართული ენა. ამ მოვლენების შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა და მიმაჩნია, რომ ქართული ენის დასაცავად ბრძოლა არასდროს არ უნდა შეჩერდეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ახალგაზრდას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პროგრამაში “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”. მათ ყველაფერი მიატოვეს და იმ ადამიანების დასახმარებლად გადადეს თავი, რომელთათვისაც ქართული ენის შესწავლა მომავალი კეთილდღეობის საწინდარი იყო. ამ ახალგაზრდებმა საკუთარ ინტერესებზე მაღლა სამშობლოს ინტერესები დააყენეს და ეთნიკურად არაქართულ რეგიონებში წავიდნენ ამ მისიის შესასრულებლად. მეამაყება, რომ ამ პროგრამის ინიციატორი ვიყავი და ჩემს გუნდთან ერთად მისი განხორციელება შევძელი. ასევე, მინდა დედაენის დღე ამ ადამიანების მოსწაველეებს მივულოცო”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

იგი ეხმაურება რეგიონული ენის შესახებ ევროპული ქარტიის შესაძლო რატიფირების საკითხს, რომელიც შესაძალოა პარლამენტმა განახორციელოს ახალქალაქის საკრებულოს შესაბამისი მიმართვის საფუძველზე: 

 

“კატეგორიულად არ ვეთანხმები რეგიონალური ან ეთნიკური უმცირესობის ენების შესახებ ქარტიის რატიფიცირების ფორსირებას. ეს ყოვლად დაუშვებელია, რადგან საქართველო ერთნაირად ეკუთვნის ყველას და ის, ვისაც სურს ჩვენი ქვეყანა ეთნიკურად ქართველებად და არაქართველებად დაყოს, პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს.

ქართული ენა დღეს უკვე არის ქართული სახელმწიფოებრიობის დამკვიდრების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი – იმის დამკვიდრების, რომ ყველანი თანასწორი ვართ და ცხოვრებაში თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი