“საერთაშორისო სასამართლოები აგვისტოს ომს ადამინის უფლებების დარღვევის კონტექსტში იძიებენ და არა იმას, ვინ და როგორ დაიწყო ომი. ეს მათი მანდატი არ არის. ორივე მხარემ დაუშვა ადამიანის უფლებების დარღვევა ომის დროს და კარგია თუ ეს შესწავლილი იქნება. თუ ვინ დაიწყო ომი, ეს ტალიავინის კომისიამ უკვე შეისწავლა, ჩემი რეკომენდაციაა, კიდევ ერთხელ წაიკითხოთ ეს დასკვნა” – განაცხადა ჰამერბერგმა.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, პრემიერ–მინისტრმა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა:
იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს ვალდებულებაა, აგვისტოს ომის საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი არ გახადოს:
წულუკიანმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა დაკითხვის მომენტში სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იყოს, თუმცა უნდა დაიკითხოს ისიც და და მასთან ერთად ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, მიუხედავად მოქალაქეობისა და ეთნიკური წარმოშობისა.
მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი:
„მე არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის საბოლოო მიზანი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირ არის მიმართული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ!“
სააკაშვილის თქმით, 2008 წლიდან მოყოლებული არც ერთ ოფიციალურ პირს, გარდა რუსული ოფიციალური პირებისა და ჰუგო ჩავესისა, არასოდეს დაუდანაშაულებია საქართველო ომის ინიცირებაში, ომის გაჩაღებაში.