ვოლსკის განცხადებით, თუ ქვეყანაში მიღწეული წარმატებისა და გატარებული კურსის შენარჩუნება არ მოხდება, არ არის გამორიცხული, რომ საქართველო ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გარეშე დარჩეს.

 

“წლების განმავლობაში საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და პროევროპული ქვეყანა, ის უკვე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გზაზეა და აქვს ამბიცია გაწევრიანდეს ნატოში. საქართველო გამოირჩეოდა დემოკრატიული რეფორმებითა და ეკონომიკური ინდიკატორებით, იყო მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის. მოქმედი პოლიტიკური ვითარება პროცესის განგრძობადობის თვალსაზრისით წუხილს იწვევს. ბრიუსელი დღევანდელ ვითარებას დიდი ყურადღებითა და კრიტიკით უყურებს. როგორც მოსალოდნელია, ასოცირების ხელშეკრულებას ვილნიუსის სამიტზე უნდა მოეწეროს ხელი, მაგრამ ეს შესაძლოა არ მოხდეს, თუ უარყოფითი ტენდენციები გაგრძელდება. ევროკავშირი ვერ დადებს ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსთან, თუ მისი პარტნიორი მოქმედი მთავრობის ხელმძღვანელობით გააგრძელებს ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპების რღვევას”.-განაცხადა იაცეკ ვოლსკიმ.

 

მიხეილ სააკაშვილი კი თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას რუსეთ საქართველოს ომის შეფასებებთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, შეხვედრა ევროპელმა სტუდენტებმა სპეციალურად საქართველოს პრეზიდენტის საპატივცემულოდ მომზადებული კულტურული ღონისძიებით დაასრულეს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმა დარბაზშივე რამდენიმე ქართული სიმღერა შეასრულეს და მოგვიანებით პრეზიდენტი ქართული დიასპორის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *